სატელეფონო მომსახურების ხელახლ ტენდერში მაგთი მონაწილეობას მიიღებს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებზე კონსოლიდირებული ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შემსყიდველი ორგანიზაციების დაახლოებით 260 ათასი აბონენტისთვის სატელეფონო მომსახურების GSM, UMTS, LTE სტანდარტით გაწევა მოუწევს. მანამდე გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს “ვიონი” (ბრენდული სახელი ბილაინი) მონაწილეობდა. “ნეტგაზეთს”  “მაგთიში” განუცხადეს, რომ 26 თებერვალს, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში ამჯერად მიიღებენ მონაწილეობას. კითხვაზე, რატომ შეიცვალა კომპანიამ გადაწყვეტილება, “მაგთიში” არ პასუხობენ. “მაგთისგან” განსხვავებით, ტენდერში მონაწილეობაზე “ჯეოსელში” გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

26 თებერვალს გამოცხადებული ტენდერის პირობებში გარკვეული ცვლილებებია შესული. გუშინ გამოცხადებულ ტენდერში 1 გბ-ის ფასი 2.99 ლარია, 5 გბ-ის ფასი 4.99 ლარია, მაშინ, როცა 5 გბ ინტერნეტის საფასურად ძველ სატენდერო პირობებში ერთი ლარით ნაკლები იყო.

შეცვლილია სატენდერო პირობებიც, თუ წინა ტენდერით გამარჯვებულ კომპანიას სახელმწიფო უწყებებითვის სატელეფონო მომსახურეობა 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა. ახალი ტენდერით მომსახურეობით სარგებლობის ვადა 2019 წლის 31 იანვრიამდე გაიზარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.