ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა

27 თებერვალი, 2018 • 1894
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტ “აგროფერმაში” 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა.  სააგენტოს განცხადებით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული ხორცი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა.

“სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა  საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“, სადაც მიმდინარე წელს განხორციელებული შემოწმებების შედეგად  სააგენტოს წარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა.

ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი