ახალი ამბები

დის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

26 თებერვალი, 2018 • 1536
დის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ლ.ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლ.ბ-მ 2017 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 სთ-ზე, ქ.თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის საფუძველზე დას სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ კი თმებში ძლიერად მოქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა”, – აცხადებენ სასამართლოში.
სამართალდამცველებმა ლ.ბ. 2017 წლის 18 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი