ახალი ამბები

მერაბიშვილი: მოვუწოდებ პროკურატურას, შეეშვას დროის გაყვანის მცდელობას

20 სექტემბერი, 2013 • 1364
მერაბიშვილი: მოვუწოდებ პროკურატურას, შეეშვას დროის გაყვანის მცდელობას

“ამ საქმეების განხილვა რამდენჯერმე უკვე გადაიდო და უკანასკნელი გადაწყვეტილებით, ოქტომბრის პირველ რიცხვებში უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად ამისა, პროკურატურა განაგრძობს დროის გაყვანის პოლიტიკას და ამჯერად ითხოვს გირგვლიანის საქმეზე განხილვის ორი თვით, ხოლო 26 მაისის საქმეზე ერთი თვით გადატანას. 

მე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ეს საქმეები აღძრული არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით და მათ დასადასტურებლად პროკურატურას არანაირი ფაქტები არ გააჩნია. პროკურატურის სისუსტე დადასტურდა 12 სექტემბერს ე.წ. „დასაქმების საკითხზე“ ჩემ წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე დაწყებული სასამართლო განხილვით, სადაც ჩატარებულ ორ პროცესზე პროკურატურის გამოსვლას რთულია მისცე სხვა შეფასება, გარდა სამარცხვინოსი”, – აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

მისი თქმით, სწორედ მტკიცებულებების არქონით არის გამოწვეული პროკურატურის მცდელობა, გაიყვანოს დრო და რაც შეიძლება გააჭიანუროს სასამართლო პროცესის ჩატარება:

 

“მოვუწოდებ პროკურატურას, შეეშვას დროის გაყვანის მცდელობას და დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საქმეების სასამართლოში განხილვა, ვინაიდან ის აბსურდული ბრალდებები, რომელთა დამტკიცებაც შეუძლებელია დღეს, ვერ დამტკიცდება ვერც ერთი თუ ორი თვის შემდეგ, ხოლო პროკურატურა თავს უხერხულ მდგომარეობაში იყენებს”, – აცხადებს მერაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი