ახალი ამბები

მარგველაშვილი: სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ამა თუ იმ ნიშნის ადამიანების დევნა

19 სექტემბერი, 2013 •
მარგველაშვილი: სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ამა თუ იმ  ნიშნის ადამიანების დევნა

ამის შეასხებ მარგველაშვილმა დღეს, სპორტის სასახლეში გამართული საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციისას ისაუბრა: 

 

“პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა დაცვის უპირობო გარანტია. ადამიანის უფლებები უნივერსალური და საყოველთაოა. დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანია, ყველა ადამიანის უფლებები ერთნაირად იყოს დაცული. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი უმცირესობათა უფლებებს. თანამედროვე დემოკრატია ნიშნავს უმრავლესობის მმართველობას, ამავე დროს, უმცირესობის უფლებების დაცვას. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ უმცირესობის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ იზღუდებოდეს უმრავლესობის მიერ. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ამა თუ იმ  ნიშნის ადამიანების დევნა, შევიწროვება ან დისკრიმინაცია. ადამინების უფლებების დაცვა პრეზიდენტის პოლიტიკური საქმინობის მთავარი თემა იქნება.”   

 

მარგველაშვილის განცხადებით, ადამინის უფლებების დაცვის გარანტი სასამართლო იქნება:  

“ყველა ამ პროცესის წარმართვისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის ეფექტურობას. სამართლიანობის განცდა ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ერთ–ერთი ქვაკუთხედია. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უფრო მეტი ინტენსივობით უნდა გაგრძელდეს. სასამართლომ რეპუტაცია უნდა აღიდგინოს. სასამართლო უნდა გახდეს არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ პირველ რიგში სამართლიანი. მოსამართლეები უნდა განთავისუფლდნენ ნებისმიერი სახის კონტროლისაგან. ისინი არ უნდა ცდილობდნენ სხვა ავტორიტეტს დაემორჩილონ, გარდა კანონისა და სამართლიანობის. ამ მიზნისთვის უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეობის დამოუკიდებელი საკანონმდებლო გარანტიები.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი