ახალი ამბები

მარგველაშვილი: პრეზიდენტი იქნება საზოგადოების დაცვის გარანტი

19 სექტემბერი, 2013 •
მარგველაშვილი: პრეზიდენტი იქნება საზოგადოების დაცვის გარანტი

მარგველაშვილი სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზგადოებას მიესალმა: “მადლობა მობრძანებისთვის, მივესალმები ყველას, მივესალმები მათ, ვისთანაც ერთად გასულ წელს ვიბრძოდი. მივესალმები კოალიციის წევრებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შარშან გაგვაერთიანა და გაგვანთავისუფლა და გაგვათავისუფლებინა ჩვენი ქვეყანა.” 

 

პროგრამის პრეზენტაციის შესავალში გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა: 

 

“ამ განთავისუფლების შემდეგ ჩვენ დავდექით ქვეყნის განვითარების ახალ გზაზაე,  და სრულიად ახალი პოლიტიკური ეპოქის გზაზე დავდექით. ჩვენ ურთიულესი წლები, ათწლეულები გავიარეთ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მთავარი, ემსახუროს საზოგადოებას და არ პიროქით, ემსახუროს საზოგადოებას. ამ ტენდენციამ იჩინა თავის ბოლო 10 წლის განმავლობაში. წინა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ საზოგადოება არის ბრბო, რომლისგანაც უნდა შექმნა ახალი ადამიანი. მაშინ, როდესაც ჩვენ თავისუფლება გვჭირდება, რაა ჩვენში ჩადებული, უმდიდრესი პოტენციალი გამოვავლინოთ, რომ გავაძლეროთ ის ენერგია, რამაც ჩვენი დიდებიული ქვეყანა შექმნა. შარშან ამ ენერგიამ გაგვამარჯვებინა და დაგვაბრუნებინა ჩვენი ქვეყანა.”

 

მარგველაშვილის განცხადებით, “უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე პოლიტიკური სისტემა, რომლის ცენტრშიც დგას მოქალაქე. ხოლო პოლიტიკოსები საზოგადოებასთან ერთად ქმნიან განვითარებად ძირითად ჩარჩოს და ემსახურებიან წინსვლას. მინდა გითხრათ, როგორი იქნება ახალი ქვეყანა. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც დაცული იქნება მოქალაქის პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური უფლებები. ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკური განვითარების ვექტორი გააჩნია. დაძლეულია უმუშევრობის პრობლემა, ადამიანები შრომობენ მშვიდობის და კეთილდღეობის გაძლერებისათვის. ქვეყანა, რომელიც საიმედო პარტნიორია მსოფლიოს თანამეგობრობისათვის. სადაც ვუთარდება საზოგადოების სრულფასოვნების ყველა მიმართულება. სადაც სამიოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ვითარდება, მაგრამ მუდმივად აკონტროლებს მას.” 

 

მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში  ბიზნესის უფლებები დაცულია და მეწარმეობის განვითარებას ყველა პირობა აქვს დაცული: ” სადაც სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და პოლიტიკური ვითარება სტაბილურია. საქარველოს პრეზიდენტი მჭიდრო დიალოგში იქნება საზოგადოებასთან, იქნება მისი დაცვის გარანტი.” 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი