ახალი ამბებისამართალი

სერგო თეთრაძის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი უვადოდ დანიშნეს

22 თებერვალი, 2018 • 8909
სერგო თეთრაძის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი უვადოდ დანიშნეს

დღეს, 22 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამარლედ უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე დანიშნა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი, ვინც პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი გოგინაშვილის სახელი სხვა არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. 2012 წლის 9 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გიორგი გოგინაშვილმა ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2013 წლის 9 თებერვალს შს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს, გურამ დონაძეს 25 ათსი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

2014 წლის 4 ივლისს გიორგი გოგინაშვილმა მიიღო გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება, რასაც საქალაქო სასამართლოში არეულობა მოჰყვა, რის შედეგადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის, მაშინდელი პარლამენტის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი 65 წლის ასაკის მიღწევამდე მოსამართლედ იქნება გამწესებული. 22 თებერვალს გიორგი გოგინაშვილთან ერთად სხვა 43 მოსამართლე დაინიშნა უვადოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი