ახალი ამბები

დავით პაიჭაძე მაუწყებლის რადიოში საავტორო გადაცემაზე მუშაობას აგრძელებს

18 სექტემბერი, 2013 •
დავით პაიჭაძე მაუწყებლის რადიოში საავტორო გადაცემაზე მუშაობას აგრძელებს

 

“მე კონტრაქტი მაუწყებელთან მქონდა აქამდეც და ამ კონტრაქტში ჩემი ორივე სამუშაო შედიოდა: რადიოც და ტელევიზიაც. მე საზოგადოებრივ რადიოში ვმუშაობ 2006 წლის 1 აპრილიდან და სულ ვმუშაობ, როდესაც სატელევიზიო პროდუქტს ვაკეთებდი, პარალელურად რადიოშიც ვმუშაობდი. რადიოში კვირაში ხუთჯერ მაქვს გადაცემა, რომელსაც პიკის საათი ჰქვია. ახლა ეს გადაცემა დარჩა და ტელევიზია [გადაცემა “დიალოგი დავით პაიჭაძესთან ერთად”] ჩამომშორდა. ასე მოხდა. შესაბამისად, ჩემს კონტრაქტში შევიდა ცვლილება, ანუ მე დამიდეს არა ახალი კონტრაქტი, არამედ მოიქცნენ კონტრაქტში ჩადებული ერთი მუხლის შესაბამისად, ხოლო ეს მუხლი ამბობს, რომ დამსაქმებელს აქვს უფლება კონტრაქტის პირობების შეცვლის. ეს იყო დამსაქმებლისთვის კომფორტული მუხლი იმ მხრივ, რომ ის კონტრაქტის პირობებს ცვლის, კი არ გიწყვეტს. მე ხელი მაქვს მოწერილი კონტრაქტზე, სადაც კონტრაქტის პირობების შეცვლის თაობაზე არის დათქმული. ასე რომ, მე რაც შემომთავაზეს, იყო ზუსტად ის 2–3 მუხლი და კონტრაქტი გაცილებით მრავალმუხლიანია, რომელიც გულისხმობდა კონტრაქტის პირობების შეცვლის ამოქმედებას. ბუნებრივია, თქვენ ხვდებით, რომ შეიცვალა ხელფასი და შეიცვალა გადაცემების ჩამონათვალი, რომელიც მე უნდა წავიყვანო. იყო ორი გადაცემა და გახდა – ერთი”, – განაცხადა დავით პაიჭაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი