ზემოხსენებული ბრძანება ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ 17 სექტემებრითაა დათარიღებული. ბრძანებაში, რომელსაც ხელს მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრუელბელი თამაზ ტყემალაძე აწერს, არ წერია პაიჭაძის და კვესიტაძის გათავისუფლების მოტივაცია. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე კანონმდებლობის შესაბამისად ორი თვის კუთვნილ თანამდებობრივ სარგოს მიიღებენ.
ეკა კვესიტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გადაცემა ‘აცენტები” 8 სექტემებრს უნდა განახლებულიყო, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.
“საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეს არის ზეწოლა მედიაზე. პოლიტიკური თოკ–შოუების დახურვა პირადპირ აისახება საარჩევნო გარემოზე და არჩევნებზე. ტყემალაძეს პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რა არგუემნტებით მიიღო ეს გადაწყევტილება”, – განაცხადა კვესიტაძემ.
თამაზ ტყემალაძე განცხადების გაკეთებას დღეს, 16:00 საათისთვის აპირებს.




