ახალი ამბები

ხიდაშელი: ტელეკომპანია “ობიექტივი” მნიშვნელოვანი თემაა

17 სექტემბერი, 2013 •
ხიდაშელი: ტელეკომპანია “ობიექტივი” მნიშვნელოვანი თემაა

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

სხდომა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ხნის მანძილზე 9 კომპანიის წარმომადგენელი გამოკითხეს. როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი განმარტავს,  ყველა კომპანიის წარმომადგენელი ერთსა და იმავე კონტექსტში საუბრობს: 

 

„9 კომპანია დავკითხეთ. ძირითადად დღეს ამ ადამიანების მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ აბსოლუტურად დისკრიმინაციული იყო კომისიის მიდგომა და სრულიად უსაფუძვლოდ ხდებოდა მაღალი ჯარიმების დაკისრება და მათი დევნა. რამდენიმე შემთხვევაში საუბარი იყო იძულებით ლიცენზიის გადაფორმებაზე, ან კომპანიის გადაფორმებაზე და ა.შ. გადავდივართ კომპანიიდან კომპანიაზე, ყველა საუბრობს ერთ კონტექსტში და იქვე ასახელებს გამარჯვებულს ამ პროცესის, რომელიც ხელისუფლებასთან არის.”

 

საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ, ტელეკომპანია „ობიექტივის“ საქმის მოსმენით განაგრძობს:

 

„ხვალ დილით მხოლოდ ორი საათი გვაქვს დრო და მხოლოდ „ობიექტივის“ დაკითხვა იქნება. რამდენიმე პირი დაიკითხება ამ თემაზე. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, როგორც თვითონ “ობიექტივი”, ასევე ის გაყოფილი ლიცენზია, რა ბედი ეწია და რა დაემართა, საინტერესოა,“ – განაცხადა ხიდაშელმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი