ახალი ამბები

შსს – გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაბრუნეს

21 თებერვალი, 2018 • 5865
შსს – გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაბრუნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკიდან გუშინ მორიგი რეადმისია  განხორციელდა.  უკან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაბრუნეს. უწყების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი დაარღვიეს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო თვეებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან გაიზარდა, სექტემბერიდან იანვრის ჩათვლით მათი რიცხვი თითქმის გასამმაგდა და 745 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt გერმანიის შსს-ზე დაყრდნობით წერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი