გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი ეხმიანება ევროკომისიის ანგარიშს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით და წერს, რომ საქართველოში ჩატარებული 2024 წლის არჩევნები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგანაა მოსალოდნელი.
“საქართველოს უპრეცედენტო უკუსვლა აქვს კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების საკითხებში. არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტს, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონდე ქვეყნისგანაა მოსალოდნელი”, – წერს ფიშერი.
- გაფართოების შესახებ ანგარიში ევროკომისიამ გუშინ, 30 ოქტომბერს, გამოაქვეყნა.
- ევროკომისია საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე რეკომენდაციას არ გასცემს.
- ანგარიში აფასებს, რამდენად შეასრულა საქართველომ ბრიუსელის 9 რეკომენდაცია და, შესაბამისად, დაიმსახურა თუ არა ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.
- საბოლოო ანგარიშში, ევროკომისიამ მოლაპარაკებების გახსნაზე უარი თქვა.
