კომპანია “Warner Bros” დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ვუდრო უილსონის ბიოგრაფიის ეკრენიზაციის უფლების მოსაპოვებლად. პრეზიდენტის ბიოგრაფია სკოტ ბერგმა დაწერა, რომელიც გასულ კვირას გამოვიდა და დადებითი შეფასებაც მოჰყვა.
ვუდრო უილსონის პრეზიდენტობის დროს ამერიკის შეერთებული შტატები პირველი მსოფლიო ომის დროს მოკავშირეებს შეუერთდა. ვილსონი ვერსალის ხელშეკრულების ერთ–ერთი ავტორია. მან ასევე შექმნა ფედერალური სარეზერვო სისტემა – ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო სისტემა.
ვუდრო ვილსონის აშშ–ის პრეზიდენტი 1913 –1921 წლებში იყო. მისი წვლილის გამო ერთა ლიგის დაარსებაში 1919 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს,
ფილმის პროდიუსინგს ლეონარდო დიკაპრიოს კომპანია Appian Way უზრუნველყოფს. პროცესში ჩართული იქნება წიგნის ავტორი სკოტ ბრეგიც.
ბოლოს, ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით რეჟისორ ბაზ ლურმანის ფილმი “დიდი გეტსბი” გამოვიდა. 2013 წლის ნოემბერში კი რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ფილმი “Wolf of Wall Street” გამოვა. დიკაპრიო რისკიანი ბანკირის როლს ასრულებს. მსახიობი უკვე მეხუთედ თანაშშრომლობს მარტინ სკორსეზესთან.
imdb-ზე, მსახიობის შესახებ არსებულ გვერდზე, ვუდრო უილსონის ფილმთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის განთავსებული




