წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ის ფუნქციები, რომლებიც გააჩნდა პრეზიდენტს, მთავრობას და პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.
როგორც კანონპროექტის მომხსენებელი, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ეს ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი საკონსტიტუციო მოდელის ამოქმედებას უკავშირდება:
“არჩევნების შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, შესაბამისად, პარლამენტის ვალდებულებაა, რომ შესაბამისობაში მოიყვანოს კანონმდებლობა ახალ კონსტიტუციასთან. ჩვენ გვიწევს ძალიან სწრაფ ტემპებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ განვიხილეთ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი, რომლის ფარგლებშიც, ის ფუნქციები, რომლებიც გააჩნდა პრეზიდენტს, გადაეცემა საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს,” – განაცხადა სესიაშვილმა.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



