ახალი ამბები

დეპუტატები კარლო კვიტაიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

17 სექტემბერი, 2013 •
დეპუტატები კარლო კვიტაიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

თინა ხიდაშელი, ერეკლე ტრიპოლსკი, თამარ კორძაია, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვოლსკი და სხვა დეპუტეტები კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კარლო კვიტაიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. აღნიშნული საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა დეპუტატებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეს.

 

ტექსტს, რომელსაც დეპუტატები ხელს აწერენ, ვკითხულობთ: “მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის X მუხლის II პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღვძრავთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მანდ დაარღვია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის X მუხლის II პუნქტის “ა” ქვეპუნქტის და XI მუხლის I პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, ასევე, “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის “ს” ქვეპუნქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი