როგორც ქუთაისიდან “ნეტგაზეთის” კორესპონდენტი იუწყება, შენობაში მესანგრეები ბომბს ეძებენ.
პარლამენტში იმ დროს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც ევაკუაციის გამო შეწყდა.
“მე ვფიქრობ, რომ ვიღაც ძალიან ბოროტად ხუმრობს, რაღაც გაუგებრობაში არიან ეს ადამიანები, როგორც ჩანს. მე მომხრე ვარ, რომ კანონი გამკაცრდეს იმიტომ, რომ ეს ის კანონია, რომელიც თუ ბოროტად არ იხუმრებ, არასდროს არ შეგეხება. ეს აბსურდი უნდა დამთავრდეს”, – ასე გამოეხმაურა ზემოხსენებული კომისიის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პარლამენტში შესულ შეტყობინებას შენობაში ბომბის არსებობასთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.






