56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი სავარაუდოდ ჩუტყვავილით გარდაიცვალა

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. მიზეზი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილის გართულებული ფორმა გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს დილით უთხრა.

“ამ დაწესებულებაში უკვე ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში დამთავრდება მოკვლევა და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილის იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა , რომელსაც ჰქვია სისხლმდენი ჩუტყვავილა,“ – განაცხადა სერგეენკომ.

როგორც ბაღის დირექტორი მზია ჯილაძე “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ამბობს, დაწესებულებაში დროებით შეწყდა სააღმზრდელო პროცესი და ჩატარდა დეზინფექცია. მისივე თქმით, ჩუტყვავილის ნიშნები სხვა ბავშვებსაც გამოუვლინდათ, მაგრამ არა – მსგავსი მძიმე ფორმით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან