ახალი ამბები

ილია მეორე: ანალიტიკური აზროვნების საგანი აუცილებლად უნდა იყოს საშუალო სკოლაში

15 სექტემბერი, 2013 •
ილია მეორე:  ანალიტიკური აზროვნების საგანი აუცილებლად უნდა იყოს საშუალო სკოლაში

“ჩვენი ახალგაზრდობა ნაკლებად გძრნობს პასუხისმგებლობას ღვთის, სამშობლოს და ოჯახის წინაშე. ძალიან ხშირია, როცა არათუ არ ფიქრობს, არც უნდა, რომ იფიქროს ამაზე და მიცემულია თავისუფალ ცხოვრებას. მრავალი ახალგაზრდა ჩაირიცხა საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებლებში და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რისთვის უნდა ისწავლოს. ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ ის პრობლემები, რომლის წინაშე დგას ჩვენი ქვეყნა,  ღრმად უნდა  ჩასწვდეს იმ პრობლემებს და გაანალიზოს.  წარსულის, დღევანდელი დღის და მომავლის ანალიზი უნდა გავაკეთეთოთ. მე ვფიქრობ, რომ ანალიტიკური აზროვნების საგანი აუცილებლად უნდა იყოს საშუალო სკოლაში,  საშუალო სკოლის ყოველ კლასში”– განაცხადა ილია მეორემ. 

 

დღევანდელი ქადაგების ფარგლებში პატრიარქმა პრემიერ–მინისტრის ბიზნეს–ცენტრში შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფონდის დაარსების ინიციატივით მიმართა. 

 

“მე შევთავაზე ბატონ ბიძინას, რომ ჩამოყალიბდეს ფონდი, რომელიც ტყის განაშენიანებას მოემსახურება. სათავეში ჩაუდგეს ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე. მე ვთხოვე ბატონ ბიძინას, რომ ახალგაზრდების მიერ თითოეულ დარგულ ხეზე მათ 50 თეთრი მიიღონ”,– განაცხადა ილია მეორემ.

 

ილია მეორე 24 ივნისსაც გამოვიდა სკოლებში ახალი საგნის დამატების ინიციატივით. მისი განცხადებით, სკოლაში საგანი “მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის” უნდა შვიდეს. 

 

“მე მშობლების მეშვიდე შვილი ვარ. 7 ბედნიერი რიცხვია და ბედნიერია ის მშობელი, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავს. მე ვფიქრობ, რომ საქართველო დაძლევს ამ პრობლემას, თუ ჩვენ შევუწყობთ ხელს. ერთ–ერთი, რასაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის ოჯახის დაბალი დონე, დაბალი კულტურა.   ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სკოლებში შევიდეს საგანი “მომზადება ოჯახური ცხოვრებისათვის”– განაცხადა ილია მეორემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი