ახალი ამბები

პრეზიდენტად გასული, ვიქნები თავიდიდან ფეხებამდე ქართული– მარგველაშვილი ბერას კონცერტზე

15 სექტემბერი, 2013 • • 1094
პრეზიდენტად გასული, ვიქნები თავიდიდან ფეხებამდე ქართული– მარგველაშვილი ბერას კონცერტზე

 

14 სექტემბერს გამართული კონცერტის ამსახველ ვიდოემასალას გიორგი მარგველაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

 

” მე მიხარია, რომ ჩემს მეგობართან და ასეთ ლამაზ ხალხთან ერთად ვდგავარ. ყველაზე მეტად მიხარია, რომ რასაც აქ ვხედავ, არის ნამდვილი, აი, ამ სინამდვილით უნდა ავაშენოთ ახალი ქვეყანა. უნდა ავაშენოთ ამ თავისუფლებით,  რასაც თქვენში ვხედავ. ძალიან მიყვარხართ, მიყვარს ბერა და ის, რასაც ერთად გავაკეთებთ. იცი, რა? მინდა გითხრა, რომ პრეზიდენტად გასული, მე ვიქნები თავიდიდან ფეხებამდე ქართული”– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ბერა ივანიშვილმა კონცერტი ბათუმში  “ჩვენ ვართ საქართველოს”  სახელით დაწყებული ტურნეს ფარგლებში გამართა.  სასტარტო ქალაქი ბათუმი გახდა, თუმცა კონცერტები ჩატარდება სხვადასხვა  ქალაქებში-  ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, საჩხერეში, ახალციხეში, გორში, თელავში, რუსთავში. 25 ოქტომბერს კი ტურნე კონცერტით თბილისში დასრულდება. 

 

 “კონცერტზე მისული სტუმრები მოისმენენ უკვე ცნობილ და ყველასათვის საყვარელ ჰიტებს ალბომიდან “გპირდები,”- აცხადებს “Georgian Dream Studio.” სტუდიის თქმით, ბერა Lil PLayy-სთან ერთად ჩაწერილ სინგლს “Summertime” შეასრულებს.

 

ბერა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილი
ბერა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილი

 

 

ბერა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილი
ბერა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი