ახალი ამბები

შტეფან ფულე: მოუთმენლად ველით საქართველოსთან პოლიტიკურ ასოცირებას

15 სექტემბერი, 2013 • • 903
შტეფან ფულე: მოუთმენლად ველით საქართველოსთან  პოლიტიკურ ასოცირებას

“ვფიქრობ, საქართველო საუკეთესო ადგილია განსხვავებული პოლიტიკური და სოციალური ფონის მქონე ახალგაზრდების შესახვედრად, რომელთაც ენთუზიაზმი აერთიანებთ, გამართონ დებატები.  საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა- როგორც თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ის უძველესია თავისი უდიდესი კულტურით. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც მეგობარი და პარტნიორი. ჩენ მოუთმენლად ველით ამ ქვეყანასთან პოლიტიკურ ასოცირებას და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნას. საპარლამენტო თანამშრომლობა, სამოქალაქო საზოგადოება და ახალგაზრდობა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ამ აბიციური ახალი კონტრაქტისთვის. ყველა ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს მოდერნიზება და რეფორმები, ეს არის განუყოფელი ნაწილი მსოფლიოს უკეთეს ადგილად ქცევისთვის,  დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის სესია ძალიან წარმატებული იქნება და მოუთმენლად ველი მის შედეგებს”,– განაცხადა შტეფან ფულემ. 

 

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74–ე საერთაშორისო სესია თბილისში 3– 14 ოქტომბერს გაიმართება. საერთაშორისო სესიაში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან,  300 ახალგაზრდა მიიღებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი