ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ბერას კონცერტზე ბათუმში [ფოტო]

15 სექტემბერი, 2013 •
გიორგი მარგველაშვილი ბერას  კონცერტზე ბათუმში [ფოტო]

ბერას კონცერტის ამსახველ ფოტომასალას ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელბს.

14 სექტემბერს ბათუმში გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. შტაბის გახსნას ვიცე- პრემიერი კახი კალაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ესწრებოდნენ.

“ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები დღეს მოვედით ბათუმში, რომ დავსწრებოდით შტაბის გახსნას. ეს იყო უაღრესად ამაღელვებელი შეხვედრა იმიტომ, რომ ვნახეთ ასობით ადამიანი, ვინც არის ჩვენი თანამბერძოლი და ვისაც ეკისრება ძალიან სერიოზული ვალდებულება 27 ოქტომბრამდე უაღრესად აქტიური მუშაობის. მივესალმეთ მას, წარვუდგინეთ შტაბის ხელმძღვანელი და ვისაუბრეთ აგრეთვე აჭარის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გავშალოთ მუშაობა აქტიურად ბათუმში და მაღალმთიან აჭარაში,” – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელი ბათუმში ირაკლი ჭეიშვილი იქნება.

რაც შეეხება ბერა ივანიშვილის ტურნეს, მისი  საელწოდებაა “ჩვენ ვართ საქართველო”  და იგი 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კონცერტები ქალაქებში-  ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, საჩხერეში, ახალციხეში, გორში, თელავში, რუსთავსა და თბილისი ჩატარდება. 

 “კონცერტზე მისული სტუმრები მოისმენენ უკვე ცნობილ და ყველასათვის საყვარელ ჰიტებს ალბომიდან “გპირდები,”- აცხადებს “Georgian Dream Studio.” სტუდიის თქმით, ბერა Lil PLayy-სთან ერთად ჩაწერილ სინგლს “Summertime” შეასრულებს. 

ბერა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილი
ბერა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილი


 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი