“დღეს გავრცელებული ინფორმაცია „მოსკოვში ქართველი მინისტრების საიდუმლო შეხვედრების“ გამართვის შესახებ, რომელიც აჭარის ტელევიზის ეთერში, გადაცემაში „სამართალი ხალხისთვის” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, არჩილ ხაბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს არ გეგმავს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, სოფლის მეურნეობის მინისტრის ნებისმიერი ვიზიტისა და შეხვედრის შესახებ საზოგადოება სრულად ინფორმირებული იქნება”,– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ “აჭარის” ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა, მან ასევე განაცხა, რომ, სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფიაც ჩავიდოდა რუსეთში ვიზიტით:
“ბატონი გიორგი იმყოფებოდა რუსეთში რამდენიმე კვირის წინ და შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა შეთანხმება, თუ არ ვცდები, 10 000 მანქანის გატანის პრობლემა არ გვაქვს. გაადვილებული რეჟიმი იქნება სატვირთო მანქანების გატარების. ეს ერთ ნაწილია. ბატონი შალვა ფიფია უკრაინაში იქნება და შემდგომ ალბათ რუსეთშიც ექნება ვიზიტი, რომ დავალაგოთ ეს სისტემა. მხოლოდ ციტრუსზე არ არის საუბარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მთელი მთავრობა იქნება ჩართული ამ პროცესებში. ჩვენ მარტო არ ვართ ამ შემთხვევაში, იმის თქმა მინდა, რომ აჭარა არ მოქმედებს ინდივიუალურად. ციტრუსი [რეალიზაცია] არ არის მხოლოდ აჭარის მთავრობის პრობლემა, როგორც ადრე იყო, ეს მთლიანად საქართველოს მთავრობის პრობლემაა და ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, გზებს ვეძებთ, რომ სეზონმა კარგად ჩაიაროს”– განაცხადა ხაბაძემ “აჭარის” ტელევიზიის ეთერით.
არჩილ ხაბაძის ინტერვიუს გამოეხმაურა ეკონომიკის სამინისტრო, პრესსამსახურის წარმომადგენლმა, თეა ბოლქვაძემ ხაბძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ეკონომიკის მინისტრი და ვიცე- პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში არც სამუშაო, არც კერძო ვიზიტით არ იმყოფებოდა. მოგვიანებით კი, განმარტება გააკეთეს თავად აჭარის მთავრობაში. ლევან ჯაშმა, რომელიც არჩილ ხაბაძის თანაშემწეა, აღნიშნა, რომ განცხადება ლინგვისტური შეცდომა იყო:
“”გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ მინისტრის არანაირი ვიზიტი არ მომხდარა მოსკოვში, არც იგეგემება მინისტრთა კაბინეტის არცერთი წევრის ვიზიტი. ეს იყო, უბრალოდ, ლინგვისტური შეცდომა და ნაგულისხმევი იყო, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან არსებული ყველა უწყება მუშაობს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავიდეს რუსეთის ბაზარზე”,– განაცხადა მან.
