მისივე განმარტებით, ეს პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, თუმცა აღნიშნული საკითხი დამოკიდებულია, თუ რამდენად მოასწრებს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების სამივე მოსმენით მიღებას:
“ჩანაწერი გვაქვს რეგლამენტში, რომ როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი ისვენებს, მაგრამ ამას წვეყტს თვითონ პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ აღნიშნულ საკითხზე ვისაუბრეთ ბიუროს ფორმატში, მაგრამ მისი გადასაწყვეტია უშუალოდ. ეს დამოკიდებული იქნება ბევრ რამეზე, მათ შორის ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა პირველი მოსმენით განხილვას მომავალ კვირას ვაპირებთ. “
ირინა იმერლიშვილის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების მიღება არც დაჩქარებული და არც გამარტივებული წესით არ შეიძლება:
“ერთ კვირაში სამივე მოსმენით ვერ მივიღეთ. ყოველდღეც რომ სხდომები ჩავატაროთ და თითო-თითოჯერ, რომ ვუყაროთ კენჭი სამივე მოსმენით მაინც ვერ მივიღებთ. ერთ კვირაში მაქსიმუმ ორი მოსმენით მივიღოთ. ანუ მინიმუმ ერთი კვირა გვჭირდება დამატებით, თუ მოვაგროვებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. თუ საპარლამენტო უმცირესობა დაგვიჭერს მხარს. ამის შემდეგ გადაწყვეტს პარლამენტის თავმჯდომარე გადაწყვეტს იქნება, თუ არა დასვენება”.





