შესაბამისი დოკუმენტი შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა და ხელი მაია ფანჯიკიძემ და შვეიცარიის სააგრეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, დიდიე ბიურკჰალტერმა მოაწერეს.
“სამუშაო სადილის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შვეიცარიასთან თანამშრომლობას, მათ შორის, 2014 წელს, შვეიცარიის მიერ ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში. ასევე, შვეიცარია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთანაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უწყებაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების გზაზე. უწყების შვეიცარიული მოდელის შესასწავლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბერნში შეხვედრები უკვე გამართა”– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძეს მშობლიურ კანტონში, ნოიშატელში უმასპინძლა.





