პრემიერის პრესამსახურის მიერ გავრცელეულ მცირე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს საჩუქრები გადასცა. უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით ესტუმრა ილია მეორე პრემიერ–მინისტრს. გავრცლებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ პატრიარქთან ერთად სტუმრად რამდენიმე სასულიერო პირი იმყოფება.


















