ნეტგაზეთი | ირანში ავიაკატასტროფას 66 ადამიანი ემსხვერპლა ირანში ავიაკატასტროფას 66 ადამიანი ემსხვერპლა – Netgazeti
RU | GE  

ირანში ავიაკატასტროფას 66 ადამიანი ემსხვერპლა

66 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ირანში.

ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა, მათ შორის, 60 მგზავრი, დანარჩენი კი ეკიპაჟის წევრები. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, თვითმფრინავი(ATR 72-500 ,  რომელიც ავიაკომპანია Aseman Airlines-ს ეკუთვნოდა, თეირანიდან აფრენის შემდეგ მალევე გაუჩინარდა რადარებიდან და ირანის მთიან რეგიონში, ქალაქ სემირომთან ჩამოვარდა. 

თვითმფრინავი სავარაუდოდ 20 წლის იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი