ახალი ამბები

გომბორის გზაზე “სოკარის” ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად არხში 23 ტონა ბენზინი ჩაიღვარა

17 თებერვალი, 2018 • 2630
გომბორის გზაზე “სოკარის” ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად არხში 23 ტონა ბენზინი ჩაიღვარა

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია “სოკარის” კუთვნილი ბენზინმზიდის გადავარდნისა და აფეთქების შედეგად სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი დეპარტამენტი ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  ინსპექტორები ადგილზე ავარიის შემდეგ მალევე მივიდნენ და ამ დრომდე iq იმყოფებიან. ისინი ტერიტორიას სწავლობენ, რის შემდეგაც  გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყება.

ამ დროისთვის, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა უცნობია.

ავარია თელავი-გომბორის გზაზე დღეს, 17 თებერვალს მოხდა. ბენზინმზიდის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც  გზიდან გადავარდა, ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა; მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი