ინტერსტელარულ მედიუმში არის სივრცე ვარსკვლავურ სისტემებს შორის. სივრცე, რომელიც არსებობს, მაგალითად, მზის სისტემას და სხვა სისტემას შორის.

 

მეცნიერების მტკიცებით, Voyager 1–მა გადალახა მნიშვნელოვანი ზღვარი ჰელიოსფეროდან გასვლისთვის და  გახდა ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი, რომელიც მზის სისტემიდან გავიდა.  საზღვარი მზეს, პლანეტებს და მზის ქარს დანარჩენი გალაქტიკისგან გამოყოფს. 

 

“ჰელიოსფეროს დატოვებისას Voyager შეუერთდა სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოგზაურობებს, როგორიცაა, მაგალითად, პირველი ნაბიჯი მთვარეზე”, –განუცხადა CNN–ს Voyager–ის მისიის ხელმძღვანელმა, ედ სტოუნმა. 

 

კვლევა, რომელიც ჟურნალში “Science’ დაიბეჭდა, ამტკიცებს, რომ Voyager ინტერსტელარულ მედიუმში დაახლოებით 2013 წლის 25 აგვისტოს გავიდა. 

 

მარკ სვიდაკის განცადებით, რომელიც  მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარია, Voyager–ისგან ინფორმაციას იღებენ და ამუშავებენ. სვიდაკი უშუალოდ არ არის ჩართული ახალ კვლევაში, თუმცა მონაწილეობას იღებს Voyager–ის მიერ მოწოდებლი მონაცმების დამუშავებაში. 

 

ტყუპი კოსმოსური ხომალდები,  Voyager 1 და Voyager 2  1977 წელს გაუშვეს 16 დღის ინტერვალით. დღვანდელი მონაცემებით, Voyager 1 დედამიწიდან 18.8 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო Voyager 2 – 15.3 მილიარდი კილომეტრით. 

 

“თუ თქვენ დათვლით მზის ირგვლივ მოძრავ კომეტებს შორის მანძილს, გამოდის, რომ Voyager 1 –ს მზის სისტემა არ დაუტოვებია”,– განაცხადა სთოუნმა– ამისთვის ჩვენ კიდევ 30 000 წელი უნდა ვიცადოთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ Voyager 1 გარემოცულია სხვა ვარსკვლავებიდან წამოსული გაზით, მტვერით და მაგნიტური ველით, იგი კვლავ განიცდის მზის გავლენას, მზესთან  გრავიატციულ კავშირს განიცდიან ის კომეტებიც, რომლებიც სივრცეში უფრო წინ არიან, ვიდრე Voyager 1.  თუმცა ის სივრცე, საიდანაც კოსმოსური ხომალდი გავიდა, ფართოდ ცნობილია- როგორც მზის სისტემა.

 

მეცნიერების გამოთვლებით, ახალ ვარსკვლავამდე მისაღწევად Voyager 1–ს 40 000 წელი დასჭირდება. ტყუპ კოსმოსურ ხომალდებს კი რესურსი, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ამოეწურებათ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *