1. დუბაი
სწრაფადმზარდი ქალაქის დუბაის ზდრის ტემპი მხოლოდ ცათამბჯენებით არ გამოიხატება. დუბაის როგორც ქალაქის ზრდა მთელ მის სანაპირო ზოლზე აისახება. ადამიანის მიერ შექმნილმა კუნძულებმა და პალმების ორმა კურორტმა “Google Earth”- ის ფოტოებში 10 წლის ინტერვალით აჩვენა, რომ ქალაქის სანაპირო განსაკუთრებულად ტრანსფორმირდა.

2. Port-au-Prince, ჰაიტი
ჰაიტის მთავრობის მონაცემებით, 2010 წლის 12 იანვრის მიწისძვრის შედეგად 250 000 სახლი განადგურდა. იმ ადამიანების უმეტესობამ, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩნენ, ბანაკები Port-au-Prince–ის ფეხბურთის სტადიონზე გაშალეს, რომელიც შტორმის შემდეგ კვირების განმავლობაში დროებითი საცხოვრებლებით იყო დაფარული.

3. Seaside Heights. ნიუ ჯერსი
Seaside Heights, რომელიც პატარა ქალაქია ნიუ ჯერსიში, 2012 წელს სანაპირო ზოლთან არსებული გასართობი პარკი ქარიშხალმა “სანდიმ” გაანადგურა. ფოტოზე ჩანს, რომ გამქრალია “ეშმაკის ბორბალი”, ატრაქციონი “ამერიკული მთები” და სხვა რამდენიმე შენობა.

4. მინამისანრიკუ, იაპონია
ფოტოზე ასახულია ის ზიანი, რომელიც ქალაქ მინამისანრიკუს მიადგა 2011 წლის 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ, რომელიც იაპონიაში მოხდა. ნავსადგურები წყალმა დაფარა, შენობები განადგურდა და სპორტული კომპლექსიც განადგურდა.

5. ჯოპლინი, მისური
2011 წლის მაისში მომხდარმა ტორნადომ ქალაქ ჯოპლინის საცხოვრებელ უბნებს თავის კვალი დაატყო. ფოტოზე ასახული ტორნადომდე და მას შემდეგ ქალაქის მდგომარეობა.

6. ლას–ვეგასი
აღნიშნული ფოტო ერთ–ერთი ძველია სატელიტის მიერ გადაღებულ ფოტოებს შორის. პირველი ფოტო გადაღებულია 1950 წელს გადაღებულ ფოტოზე არავითარი ნიშანი არაა იმისა, რომ მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში ლას– ვეგასი ერთ–ერთ ყველაზე მზარდ ქალაქად იქცეოდა.

7. მანჰეტენი
ფოტოეზე ასახულია “Ground Zero” 2001 წლის 11 სექტემბრამდე და მის შემდეგ.

8. Moore, ოკლაჰომა
20 მაისს მოხდარი ტორნადოს მიერ მიყენებული ზარალი, ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. ფოტოზე ასახულია ქალაქის განადგურებული საცხოვრებელი მასივები.

9. ახალი ორლეანი
ყველაზე გამანადგურებელი შტორმმა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ქარიშხალმა “კატრინა” ახალი ორლეანი 2005 წლის აგვისტოში სამუდამოდ შეცვალა. ფოტეზე ასახულია Superdome, რომელიც დაზარალებულებისთვის თავშესაფარი გახდა.

10 Waco, ტეხასი
ტეხასის შტატის ქალაქ Waco–ში მდებარე ქარხანა 2013 წლის 17 აპრილს აფეთქდა. ფოტოზე ასახული ქარხანა აფეთქებამდე და მის შემდეგ.

