პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ახალი ხელისუფლების მხრიდან ასეთ ფაქტებს ადგილი არ აქვს:
“[მაუწყებელი] პოლიტიკისგან ისე უნდა გაიმიჯნოს, რომ პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერიონ. ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაიმიჯნოს, მაგალითად, როგორც სასამართლო. არ არსებობს, რომ ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური ძალა ჩაერიოს სასამასრთლოს უფლებებში, რაც იყო, გახსოვთ. მე მგონი, ხერხდება, რომ სასამართლო გათავისუფლდეს მათგან [წინა მმართველი ძალა]და არა ახალი ხელისუფლებისგან. მგონი, მსგავსი სიტუაციაა საზოგადოებრივ მაუწყებელშიც. ისინი ტოტალურად აკონტროლობდნენ ყველაფერს, მაგათი არჩეულია ეს საბჭოც. ჩვენ ყვველაფერი გავაკეთეთ, რომ გასაგები ყოფილიყო ევროპისთვის. ვესაუბრებოდით ევროპელებს, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდებოდა პარლამენტში. ჩვენ მაქსიმალურად დავიცავით პარიტეტები. ვცდილობდით, რომ თანმიმდევრულად გადართულიყო და საზოგადოების სამსახურში ჩამდგარიყო [მაუწყებელი]”, – განაცხადა პრემიერმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
