როგორც პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, თამარ ჟვანია, რომელიც იყო გაეროს საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი და რომელსაც, ივანიშვილის თქმით, მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა, იქნება გარანტი იმისა, რომ ოქტომბერში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

 

„თამარ ჟვანია არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს უჭერენ წამყვანი პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„მჯერა, რომ ის გამოიყენებს თავის გამოცდილებას იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება თავისუფალ და სამართლიან გარემოში.“

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორ სხვა კანდიდატთან ერთად წარადგინა თამარ ჟვანიას კანდიდატურა, რომელსაც გაუწიეს რეკომენდაცია სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციებმა. ივანიშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმების შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა თამარ ჟვანიას კანდიდატურა.

 

თამარ ჟვანია იყო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი. 2007 წელს მან მუშაობა დაიწყო თბილისში გაეროს განვითარების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო დახმარების უზრუნველყოფას. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *