ახალი ამბები

ინგლისელი და ქართველი მორაგბეების შერკინება [ვიდეო]

14 თებერვალი, 2018 • 2571
ინგლისელი და ქართველი მორაგბეების შერკინება [ვიდეო]

Beanyman News საქართველოსა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ერთობლივი ვარჯიშის ამსახველ ვიდეოს ავრელებს. ვიდეოში ჩანს, რომ ინგლისი და საქართველო შერკინებაში ვარჯიშობენ ლონდონში.

BBC 5-თან საუბარში ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ვარჯიშს შესანიშნავი უწოდა და თქვა, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც ინგლისს სჭირდბეოდა.

“[შერკინებების] პირველი ნაწილი მათ მოიგეს, ბოლო ნაწილი კი ალბათ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ეს რომ კრივი ყოფილიყო, ვიტყოდი, რომ ფრედ დასრულდა”, – თქვა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა.

მისივე თქმით, ქართველებს შეკრინების უნიკალური მეთოდით აქვთ, რადგან ზეწოლის განხორციელება ფეხის განძრევის გარეშე შეუძლიათ. ინგლისის მწვრთნელი ამბობს, რომ მათ ამ ვარჯიშისაგან ბევრი ისწავლეს და კარგი გამოცდილებაც მიიღეს.

ზემოხსენებული ვარჯიშის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირიც ავრცელებს. რაგბის კავშირის ინგლისელთა მწვრთნელის სიტყვებს ციტირებს.

„ბევრი გუნდი ცდილობს ასე შერკინებას, მაგრამ საქართველოს ამ ასპექტში ვერავინ შეედრება. სხვებიც ცდილობენ თავისა და მხრების გამოყენებით მეტოქის შერკინება არასტაბილური გახადონ, მაგრამ ქართველებს ეს საუკეთესოდ გამოსდით. ქართველ მწვრთნელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთობლივი ვარჯიშით ორივე მხარე დიდ სარგებელს იღებს და არაა გამორიცხული, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმოს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამისათვის ლიმიტირებული დრო გვაქვს. ჩვენი სურვილია, რომ მსოფლიოში ყველაზე დომინანტი შერკინება გვყავდეს. ამისგან ჯერ შორს ვართ, თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ. დღეს გვქონდა შესანიშნავი შანსი გვესწავლა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ შერკინებაში უფრო ეფექტურად“, – თქვა ჯონსმა.

რაგბის კავშირის ინფორმაციით, თავდაპირველად შერკინებისა და ხაზის მოთამაშეებმა ცალ-ცალკე ივარჯიშეს, ფორვარდებმა უმეტესად შერკინებაში, ხოლო ვარჯიშის ბოლოს ერთობლივი წვრთნა ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი