ახალი ამბები

საია საზმაუს წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მიმართავს

14 თებერვალი, 2018 • 1236
საია საზმაუს წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადობრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს. ამის შესახებ საიას განცხადებაშია ნათქვამი.

“სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი განაცხადა ეთერში განეთავსებინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას 1984 წელს მიღებული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების საჭიროების თაობაზე. აღნიშნული ნორმატიულიი აქტი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და  ყოველდღიურად იწვევს არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას”, – აცხადებენ საიაში.

ვიდეორგოლი, რომლის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებაზეც საზმაუმ, საიას ცნობით, უარი თქვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი