ახალი ამბები

მამაკაცმა 111 კილოგრამი დაიკლო [ფოტო]

10 სექტემბერი, 2013 • • 1230
მამაკაცმა 111 კილოგრამი დაიკლო [ფოტო]

CNN-თან, მარლონ გიბსონი აცხადებს, რომ ყველას ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს, იგივე შედეგის მიღწევა შეუძლია ოპერაციისა და სპეციალური დიეტის გარეშე:

 

“მე ყოველთვის ვუყვები ადამიანებს 3 P–ის შესახებ: შეუპოვრობა (persistence), ძლიერი სურვილი (passion) და უდრეკობა (perseverance)”.

 

34 წლის გიბსონისთვის გადამწყვეტი მისი ცოლის დამოკიდებულება გახდა:

 

“ჩამი ცოლი მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ ის შიშობდა, რომ ჩემი წონის გამო დიდხანს ვერ ვიცოცხლებდი, რამე უნდა გამეკეთებინა”,–აცხადებს ის.

 

მარლონ გიბსონს ზედმეტი წონის პრობლემა მუდამ ჰქონდა, მისი თქმით ოჯახში არავინ ესაუბრებოდა ჯანსაღ კვებაზე:

 

“მამაჩემს დიდებული მადა ჰქონდა და ასევე კარგი მეტაბოლიზმი, არასდროს დაუხარჯავს ენერგია იმისთვის, რომ გამხდარი ყოფილიყო. დედაჩემი კი მუდამ 6 ზომას ატარებდა”.

 

გიბსონის დედა ცდილობდა მის წახალისებას ყოველდღიური ვარჯიშებით, თუმცა იგი ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში და  საჭმლით ყველა ანებივრებდა, განსაკუთრებით კი ბებია:

 

“მას თითქმის ყოველდღე დავყავდი მაკდონალდსში. ძალიან მიყვარდა ჩიზბურგერი და ფრი და არასდროს ვჭამდი ტკბილეულს”.

 

გიბსონი არც სპორტით ყოფილა ოდესმე დაინტერესებული. ბავშვობაში ფეხბურთის თამაშისას თითი მოიტეხა და ინცინდენტის შემდეგ ფეხბურთი არ უთამაშია.

 

როცა წონის თანდათან მატება დაიწყო, იგი ამბობს, რომ იღბლიანი იყო, რადგან ბულინგის მსხვერპლი არ გამხდარა.

 

“ჩემი იუმორის გრძნობის წყალობით შემეძლო ჩემ ჭარბ წონაზე ყურადღება არ გაემახვილებინათ”.

 

2004 წელს იგი მის მომავალ ცოლს შერის შეხვდა და 2 წელიწადში დაქორწინდნენ. წონის დაკლება გიბსონმა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც შარვალის ელვის დამოუკიდებლად შეკვრა ვერ შეძლო. წონის დასაკლებად მან  მისთვის ყველაზე მისაღები გზით გადაწყვიტა. ნაცვლად იმისა, რომ რაციონიდან მთლიანად ამოეღო მავნებელი პროდუქტი, მან ყოველდღიური ულუფა შეამცირა:

 

“მე ძალიან მიყვარდა შემწვარი ქათამი და გადავწყვიტე 8 ნაჭრის ნაცვლად 6 ნაჭერი მეჭამა. მოგვიანებით ულუფა 4 ნაჭრამდე დავიყვანე და საბოლოოდ შემწვარი ქათამი საერთოდ ამოვიღე რაციონიდან. ხორცს ვღებულებდი პროტეინების გამო, ახლა კი საერთოდ არ ვჭამ და ვეგეტარიანელი გავხდი,”– აცხადებს ის.

 

გიბსონის დღევანდელი ცხოვრება ფიტნესით იწყება, მანამდე იგი პროტეინებს იღებს. სპორტდარბაზიდან დაბრუნების შემდეგ კი ვაშლის ნაჭრებთან ერთად შვრიის ფაფას ჭამს. ლანჩი კი ძირითადად ბოსტნეულისგან შედგება. ვახშამი კი დესერტისგან.

 

კვების რუტინას დროის ხანგრძლივ პერიოდში მხოლოდ ერთხელ არღვევს. 34 წლის როცა გახდა, საკუთარ დაბადების დღეზე ნამცხვარი ჭამა, რომელიც 2010 წლის შემდეგ არ უჭამია. იგი ყოველდღიიურად 4 კილომეტრს დადის ფეხით.

 

მას შემდეგ რაც წონაში დაიკლო მარლონ გიბსონი წნევის წამლებს აღარ იღებს. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებს მოტივაცია აუმაღლოს:

 

“წონის დაკლებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, უბრალოდ საკუთარი თავის პასუხისმგებლობით განწყობა უნდა შეძლოთ”.

 

მარლონ გიბსონი
მარლონ გიბსონი

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი