ახალი ამბები

ICC-საქართველო: ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება უზრუნველყოფს დაშვებას სტაბილურ და საიმედო ბაზარზე

10 სექტემბერი, 2013 • • 1271
ICC-საქართველო: ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება უზრუნველყოფს დაშვებას სტაბილურ და საიმედო ბაზარზე

ამასთან დაკავშირებით ვაჭრობის საერთაშორისო პალატა სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს:

 

DCFTA უზრუნველყოფს საქართველოს დაშვებას სტაბილურ და საიმედო ბაზარზე, 500 მილიონზე მეტი მომხმარებლით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნული შეთანხმება საქართველოს გზას გაუხსნის ევროპულ საზოგადოებაში მომავალი ინტეგრაციისაკენ. გარდა ამისა, ევროკავშირთან DCFTA-ს გაფორმება აამაღლებს ინვესტორების ნდობას საქართველოს მიმართ და უზრუნველყოფს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტაბილურ შემოდინებას.

 

თუმცა, ამავდროულად, აღსანიშნავია ის გამოწვევა, რომლის წინაშეც კვლავ დგანან ქართველი ექსპორტიორები და ბიზნეს- წარმომადგენლები, მიუხედავად დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ჰარმონიზირებული საბაჟო რეჟიმისა.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ქვეყნებში ექსპორტირებისას, ქართველი ექსპორტიორებისა და ბიზნეს- წარმომადგენლების პრობლემას წარმოადგენს არალეგალური საბაჟო გადასახადები, პროტექციონიზმი და ხელოვნური ბარიერები, რომლებიც მიმართულია საქონლის თავისუფალი მოძრაობის შესაზღუდად და რომლებიც აბრკოლებს საქართველოს, როგორც რეგიონალური ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ცენტრის პოტენციალის განვითარებას.

 

ვაჭრობის საერთაშორისო პალატას (ICC-საქართველო), რომელიც ქვეყნის ყველაზე ინკლუზიურ ბიზნეს -ასოციაციას წარმოადგენს და მოიცავს ასზე მეტ ძირითად კომპანიასა და ბიზნეს-ასოციაციას, სწამს, რომ ევროკავშირთან გაფორმებული DCFTA უზრუნველყოფს კატალიზატორს, რომელიც ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებს, აწარმოონ უფრო გამჭვირვალე და ღია სავაჭრო პოლიტიკა საქართველოს მიმართ და აღნიშნული პოლიტიკა ფოკუსირებული იქნება საქონლის თავისუფალ მოძრაობაზე მთელი რეგიონის მასშტაბით.

 

ვაჭრობის საერთაშორისო პალატას (ICC-საქართველო) აგრეთვე სწამს, რომ ევროპასთან გაფორმებული DCFTA დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკასა და ქვეყნის მომავალზე.

 

ვაჭრობის საერთაშორისო პალატა წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ბიზნესორგანიზაციას. აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს ასობით ათას კომპანიასა და ორგანიზაციას 120-ზე მეტი ქვეყნიდან ერთ წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც საკუთარ პოზიციას გამოხატავს
მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ბიზნესების სახელით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების მეშვეობით.

 

ვაჭრობის საერთაშორისო პალატა მჭიდროდ თანამშრომლობს G8-სთან, G20-თან, WB-თან, UN-თან, WTO-თან და WCO-სთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი