ახალი ამბებისამართალი

“ციანიდის საქმე” – ადვოკატები სააპელაციოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

13 თებერვალი, 2018 •
“ციანიდის საქმე” – ადვოკატები სააპელაციოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ “ციანიდის საქმეზე” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ და თუ საკასაციო საჩივარიც არ დაკმაყოფილდა, სტრასბურგს მიმართავენ.

ამის შესახებ რამიშვილმა სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 13 თებერვალს, “ციანიდის საქმეზე” პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო.

“ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, რომ ევროპის სასამართლოს მივმართოთ და დავანახოთ, თუ როგორი სიბინძურეა მართლმსაჯულების მხრივ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოსამართლეები არ გვყავს, სასამართლო არ არსებობს და არავის ჰქონდეს იმედი, რომ თუ პირადი ინტერესი არსებობს, ვერანაირად ვერ მიაღწევს ადამიანი თავის სამართლიანობას.

ეს არის ნიშანი ხელისუფლებიდან, მართლმსაჯულებიდან, პროკურატურიდან, რომ თუ რამე ინტერესი იქნება ჩვენი ხელისუფლების საწინააღმდეგო, ყოველთვის მოარგებენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებითაც შეიძლება საზოგადოებაში იყოს შიში. არ არსებობს ჩვენთან სასამართლო. მიმაჩნია, რომ ალბათ დროა, თვითონ ხალხი ვიყოთ მოსამართლენი და ხალხმა გადავწყვიტოთ, ვინ არის დამნაშავე და უდანაშაულო,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი