
ამის შესახებ დღეს განაცხადა ამსტერდამში ვინსენტ ვან გოგის მუზეუმმა, რომელიც მხატვრის ტილოების უდიდეს კოლექციას ფლობს.
“ასეთი მასშტაბური აღმოჩენა აქამდე არ მომხდარა ვან გოგის მუზეუმის ისტორიაში”, – ვან გოგის მუზეუმის დირექტორს, აქსელ რუჯერს ციტირებს CNN.
მუზეუმის ინფორმაციით, აღნიშნული ნამუშევარი 1888 წელს უნდა იყოს შესრულებული, მხატვრის გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე, მაშინ, როცა ის შემოქმედებით ზენიტში იმყოფებოდა. ვან გოგი ამ დროს საფრანგეთის სამხრეთში მუშაობდა და ცხოვრობდა.
ვან გოგმა სიცოცხლე 37 წლის ასაკში, 1890 წელს თვითმკვლელობით დაასრულა, მაშინ ის ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრებმა მას მცირედი წარმატება სიცოცხლეშივე მოუტანა, მის ნახატებს კოლოსალური ფასი სიკვდილიდან ათწლეულების შემდეგ დაედო. მაგალითად, მისი “მზესუმზირები” 1990–იან წლებში 39.9 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, “ირისი” – 53.9$ მილიონად, “დოქტორ გაჩეტის პორტრეტი: – 82.5 $ მილიონად.
ვან გოგის ახალი ნახატის აღმოჩენის ისტორია ხელოვნების ჟურნალ The Burlington Magazine–ში გამოქვეყნდება ოქტომბერში.

