ახალი ამბები

თეა წულუკიანი მერაბიშვილის ადვოკატებს პასუხობს

8 სექტემბერი, 2013 •
თეა წულუკიანი მერაბიშვილის ადვოკატებს პასუხობს

“თუ ვანო მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი რომელიმე ინსტანციაში განიხილა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ, ამაზე, პირველ რიგში, პასუხი უნდა აგოს დღევანდელი მართლმსაჯულების ხელმძღვენელობამ. ეს არ არის არც აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე და არც რომელიმე მინისტრის საქმე”– აღნიშნა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ეს საკითხი შეიძლება განიხილოს ევროპული კონვენციის მე–5 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, რომელიც ამბობს, რომ არცერთი საკითხი, მათ შორის აღკვეთის ღომისძიების საკითხის საფუძვლიანობა და კანონიერება არ უნდა იქნეს განხილული არაუფლებამოსილი მოსამართლი მიერ. 

 

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემებერს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მერაბიშვილის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) განჩინება გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს და, შესაბამისად, მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.

 

ადვოკატების განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი.

 

“საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს. აქედან გამომდინარე, მას არ ქონდა უფლება, განეხილა აღმკვეთი ღონისძიება. შესაბამისად, მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი. ივანე მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. დაცვის მხარე გაასაჩივრებს ამ დარღვევას სხვა დარღვევებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში. დარღვევა იმდენად არსებითია, რომ დაცვის მხარე ამ სარჩელს აუცილებლად მოიგებს. თუ საქართველოს მთავრობას სურს თავიდან აირიდოს საერთაშორისო სკანდალი, მან უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გაუქმება”, – აცხადებენ ადვოკატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი