“დღევანდელი კანონმდებლობით მთავარი პროკურორის გადაყენების საკითხს ხელს აწერს იუსტიციის მინისტრი, წერილით სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ამგვარი აზრი მომივიდა მთავარი პროკურორის შეცვლაზე და მეთანხმები თუ არა, ეს წერია კანონში. მე აზრადაც არ მომსვლია, პრეზიდენტს ამ საკითხით მივმართო”– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანი ამა თუ იმ დღეს დგება მისი საქმიანობის შეფასების საკითხის წინაშე:
“მით უმეტეს, სამწუხაროდ, პრემიერ– მინისტრმა განაცხადა საბოლოოდ, რომ ის ტოვებს მთავრობას და პოლიტიკას. როდესაც ის ამ პოლიტიკას განახორციელებს, იქ, რა თქმა უნდა, დადგება ყველას საქმიანობის შეფასების მომენტი და განკითხვის ჟამი. ეს შემეხება მე, მთავარ პროკურორს და ყველას”– განაცხადა წულუკიანმა.
დღეს, 8 სექტემბერს თეა წულუკიანამა ყვარელში მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ეტაპი წარადგინა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
