ახალი ამბები

2020 წელს ოლიმპიურ თამაშებს ტოკიო უმასპინძლებს [Video]

8 სექტემბერი, 2013 • • 1071
2020 წელს ოლიმპიურ თამაშებს ტოკიო უმასპინძლებს [Video]

კომიტეტეის წევრებმა არჩევანი სატმბოლს და ტოკიოს შორის გააკეთეს. იაპონიის დედაქალაქმა 60 ხმა მიიღო, სტამბოლომა კი 36. მანამდე კი კონკურსს მადრიდი გამოეთიშა. 

 

გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რასაც ტოკიოს დელეგაციის მხრიდან სიხარულის შეძახილები მოჰყვა. ტოკიო 1964 წლის შემდეგ პირველად უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს. 

 

“ორიწლიანი ლობირების შემდეგ, გადაწყვეტილების გამოცხადებისას დელეგაციის ზოგიერთ წარმომადგენელს ემოციები მოერია და ატირდა”– წერს BBC–ი. 

 

“ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ჩვენ საოცარ ოლიმპიურ თამაშებს ჩავატარებთ”– განაცხადა იაპონიის პრემიერ–მინისტრმა შინზო აბემ. 

 

ტოკიო პირველი ქალაქია, რომელიც აზიაში მდებარეობს და  ოლიმპიურ თამაშებს  მეორედ მასპინძლობს. 1940 წელს მას უნდა ემასპინძლა თამაშებისთის, თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო ოლიმპიური თამაშები ჩაიშალა. 

 

2012 წელს ოლიმპიურ თამაშებს ლონდონმა უმასპინძლა, 2016 წელს კი მასპინძელი ქალაქი ბრაზილია იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი