ახალი ამბები

“შესაძლებელია, ევროკომისიამ ასოცირების ხელშეკრულება ხელმოსაწერად, მანდატის ამოწურვამდე მოამზადოს

7 სექტემბერი, 2013 • • 997
“შესაძლებელია, ევროკომისიამ  ასოცირების ხელშეკრულება ხელმოსაწერად, მანდატის ამოწურვამდე მოამზადოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებს პირობებს და ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდება, ევროპული კომისია დოკუმენტენს მოამზადებს ხელმოსაწერად, კომისიის მანდატის ამოწურვამდე. 

 

“პრემიერ–მინისტრი ახლახან იმყოფებოდა პოლონეთში და ძალიან კარგი შეხვედრა ჰოქნდა დონალდ ტუსკთან. პრემიერები შეთანხმდნენ, რომ დამკვირვებლებს გამოაგზავნის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს. მოხარული ვარ, რომ შემიძლია გაცნობოთ, გუშინ  ვილნიუსში შევთანხმდით, რომ  თუ პირობები შესრულდება და საქართველო ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენს,  კომისია მომაზადებს დოკუმენტებს ხელმოსაწერად, კომისიის მანდატის ამოწურვამდე”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ. 

 

შეგახსენებთ, რომ მოქმედი ევროკომისია 2010 წელს დაამტკიცა ევროპარლამენტმა, კომისიას 5- წლიანი მანდატი აქვს და უფლებამოსილება 2014 წლის 31 ოქტომბერს ეწურება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი