“ჩემი პასუხი იყო ასეთი, რომ თუ ეს კარგი იქნება, უკეთესი იქნება ჩემი ქვეყნისთვის– რატომაც არა?განმარტებას აღარ საჭიროებს, როცა სტრატეგიაში აცხადებ, რომ ევროპა და ევრო–ატლანტიკური სივრცეა შენი ქვეყნის სტრატეგია, ამაში ხედავ შენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ეს არის ყველაზე კარგი და ქვეტექსტში გეკითხებიან თეორიულად, შეიძლება გაერთიანდე? მე ვპასუხობ– ვუყურებ, თვალყურს ვადევნებ, თუ ეს კარგი იქნება  ჩემი ქვეყნისთვის, რატომაც არა? ამას განმარტება აღარ ჭირდება ნორმალური ადამიანისთვის, რამეთუ სტრატეგიაში დაჟინებით და მუდამ ამტკიცებ, რომ ევროატლანტიკური სივრცეა შენი ქვეყნისთვის საინტერესო და ნებისმიერ სხვა სივრცეზე ამბობ, რომ მე ვუყურებ ის თუ კარგი იქნება, რა თქმა უნდა, ჩანს, რომ ის არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში შენს სტრატეგიასთან”,– განაცხადა ივანიშვილმა რიგის კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ივანიშვილის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა”  რომ არა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები არც ჟურნალისტებს და არცერთ საელჩოს არ გაუჩნდებოდა:

 

“რომ არ ყოფილიყო “ნაციონალური მოძრაობა” და ბოკერიები, გარწმუნებთ, ეს შეკითხვა არავის არ გაუჩნდებოდა. ასე ცხოვრობდნენ და აცხოვრებდნენ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში. ბოკერიას უნიჭობა იმაში კი არაა, რომ ეს ვერ გაიგო, რომ არ გაიგო, ეს კიდევ დიდი უნიჭობაა”– აღნიშნა ივანიშვილმა. 

 

მე პრემიერ ივანიშვილისთვის არასდროს მიწოდებია რუსეთის ჯაშუში, მაგრამ ვთვლიდი და, სამწუხაროდ, ახლაც ვთვლი, რომ მისი და მისი გუნდის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს უსაფრთხოებას და შედის სწორედ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ  4 სექტქმბერს პრესკონფერენცია გამართა. ბოკერიას თქმით, ივანიშვილის და მისი გუნდის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას,  უსაფრთხოებას და შედის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში. 


“ასეთი განცხადების უახლეს მაგალითად გამოდგება დღეს პრემიერის მიერ გაკეთებული სკანდალური კომენტარი იმის თაობაზე, რომ მას არ გააჩნია მკაფიო პოზიცია ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. მინდა ყველას შევახსენო ის, რაც ყველასთვის ისედაც ნათელია, ევრაზიული კავშირის იდეა გახლავთ პუტინის ინსტრუმენტი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაჩერებლად, ამ ქვეყნების სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის მოშლის და მათი რუსეთის სატელიტებად ქცევის მიზნით. საგანგაშოა, თუკი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, მის პრემიერს ასეთ საკითხზე მკაფიო პოზიცია არ გააჩნია”, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.


4 სექტმბერს გამართულ პრესკონფერენციაზე  ივანიშვილმა  ევრაზიულ კავშირში საქართველოში შესაძლო გაწევრიანების შესახებ კითხვას უპასუხა:

 

“ევრაზიულ კავშირს” რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?! ამ ეტაპზე არა გვაქვს პოზიცია”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *