” ნოემბერში ვემზადებით, რომ ხელშეკრულების პარაფირება მოხდეს და არა ხელმოწერა. შემონათვალია, რომ თუ ვიმუშავებთ მაგრად, სანამ ეს კომისია დაიშლება, ჩვენ შეიძლება ხელიც მოვაწეროთ ხელშეკრულებას. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და დასკვნაც და საბუთიც, თუ გნებავთ, წარმატებების და მათ რიცხვში ამ ვიზიტის. ეს არ მომხდარა შემთხვევით, მათ დაინახეს ჩვენი გუნდის ხელწერა, როგორი მოვიგეთ არჩევნები და დემოკრატიული ხელწერით ვაგრძელებთ ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის გზით სვლას და ეს იყო კონკრეტული შედეგი, რაც დღეს მივიღე”,– განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ვიზიტების რაოდენობა და ტრაბახი ქვეყნის ევროპულობას არ განსაზღვრავს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიაში 27 ოქტომბერს პირველი ევროპული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას 6 სექტემბერს ეწვია. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია არიან.
