“დღეს, 6 საათზე უფლებამოსილი სუბიექტების მიერ საპრეზიდენტო კანდიდატების წარმოდგენის ვადა იწურება. ამ დროისთვი 52 განაცხადია შემოსული, 11 კანდიდატი წარმოადგინა პოლიტიკურმა პარტიამ, ხოლო 41- საინიციატივო ჯგუფმა. ოფიციალურად რეგისტრაციაში 4 კანდიდატია გატარებული. ესენი არიან მიხეილ სალუაშვილი, შალვა ნათელაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ნესტან კირთაძე. 6 კანდიდატს და მის წარმომდგენ სუბიეტს ეთქვა უარი რეგისტრაციაზე, ხოლო დანარჩენებმა 17 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ კანონით გათვალისწინებული მხარდამჭერთა ხელმოწერა”– განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კანონის მიხედვით, პრეზიდენტობის მსურველმა რეგისტრაციისთვის მინიმუმ 26 530 ხელმოწერა უნდა წარადგინოს.





