ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ–ში გაემგზავრა

7 სექტემბერი, 2013 •
შალვა ნათელაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ–ში გაემგზავრა

“ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ელიტის, სენატორთა მიწვევით იწყება. მოხდება აზრთა გაზიარება საქართველოსა და რეგიონში არსებულ რთულ  და დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, წინასაარჩევნო გარემოს შევაფასებთ აუცილებლად. ჩემი, როგორც მომავალი პრეზიდენტის მიზანი და ოცნებაა აშშ–ში და რუსეთში ჩემი ხალხისათვის უვიზო რეჟიმი. რათა ისინი ამ ორ ეკონომიკურ სივრცეში უპრობლემოდ გადიოდნენ, ვაჭრობდნენ, ბიზნესს ხსნიდნენ, მოლოდ და მხოლოდ ეს გადაგვარჩენს”,– განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

ნათელაშვილის თქმით, მის მიზანს ასევე წარმოადგენს საქართველოს დიპლომების აშშ–ის დიპლომებთან გათანაბრება და სამუშაო ძალის და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების მიღწევა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი