ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: Strong Men, Agora Lifeband, დავით ილურიძის ბენდი, Latino Boys, REGGEYON, „ზარები“, Evening Project, The goblins, „ნალი“, Natural Born Lovers (ft Poul) და „ფრანი“. ღონისძიებები დაიწყება 17:00 საათზე.
ბენდების გამოსვლებს შორის, შესვენების დროს გაიმართება სხვადასხვა სახის თამაშები და შეჯიბრებები ლუდის სმაში. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ უფასო ლუდი. საგანგებოდ გაწყობილ ლიმონათის კუთხეში ბავშვების გართობაზე იზრუნებენ ანიმატორები.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის ხუთი ბრენდი: ნატახტარი, მთიელი, კაიზერი, კოზელი და ეფესი.

