ახალი ამბები

ჯორჯ სოროსის ფონდი ბრექსითის საწინააღმდეგო კამპანიას აფინანსებს

9 თებერვალი, 2018 • 2348
ჯორჯ სოროსის ფონდი ბრექსითის საწინააღმდეგო კამპანიას აფინანსებს

ცნობილმა მილიარდერმა, ჯორჯ სოროსმა ბრექსიტის საწინააღმდეგო კამპანიას, “Best for Britain”-ს 400 000 ზე მეტი გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა. ამის შესახებ The Guardian წერს.

კამპანიას ლორდ მელოქ-ბრაუნი ხელმძღვანელობს, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილი მინისტრია, 2006 წელს კი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იყო.

როგორც მან გარდიანს განუცხადა,  კამპანია თანამშრომლობს ბიზნესთან, გაერთიანებასთან, პოლიტიკოსთან და საზოგადოების სხვა წევრებთან, რომლებსაც სჯერათ, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი არ უნდა დატოვოს. მათ შორისა ჯორჯ სოროსიც.

“სხვა დონორებთან ერთად ჯორჯ სოროსის ფონდმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს საქმეში. მართალია, მან 400 000 გირვანქა სტერლინგი გაიღო, მაგრამ შედარებით მცირე დონორების თანხა ერთად აღემატება ამ თანხას. გარდა ამისა, გვყავს სხვა მსხვილი დონორები, რომელთა შემოწირულობებიც უფრო მეტია. ასე რომ, ის [ ჯორჯ სოროსი] მნიშვნელოვანი და დაფასებული დონორია, თუმცა, არა ერთადერთი” – განაცხადა ლორდ მელოქ-ბრაუნმა.

“Best for Britain”-ის ინფორმაციით, მცირე შემწირველებისგან კამპანიამ, ჯამში, 413 ათასი გირვანქა სტერლინგი შეაგროვა

მასალების გადაბეჭდვის წესი