ახალი ამბები

თელავის გამგებელი: თუ გაიცემა ნებართვა, შესაძლოა სტალინის ძეგლი დარჩეს

5 სექტემბერი, 2013 • 2647
თელავის გამგებელი: თუ გაიცემა ნებართვა, შესაძლოა სტალინის ძეგლი დარჩეს

დემონტაჟთან დაკავშირებით ბრძანება არ გამიცია, სტალინის ძეგლი დაიდგა უნებართვოდ, ფაქტიურად, რაც იყო გაცემული, ეს ნებართვა არ იყო, ეს იყო წერილი, რომელიც იმ პროცედურების დაცვით არ იყო გაცემული, რაც ძეგლის განთავსებას სჭირდება, ანუ ითვლება უნებართვოდ დამონტაჟებულად.

 

ჩვენ მივწერეთ საზოგადოება “სტალინელის” წევრებს , რომ ეს არის უნებართვოდ დადგმული ძეგლი და გთხოვთ მოახდინოთ მისი დემონტაჟი თქვენ თვითონ, ან დაიწყოთ ის საჭირო პროცედურები, რაც სჭირდება ამ ძეგლის კანონიერ განთავსებას. თუ გაიცემა ნებართვა, შესაძლოა დარჩეს ძეგლი, თუ არ გაიცემა ნებართვა, ჩაუტარდება დემონტაჟი”, – განაცხადა გამგებელმა. მისივე თქმით, საზოგადოება “სტალინელის” წევრებს აღნიშნულის განსახორციელებლად გონივრული ვადა მიეცათ:

 

“ჩვენ მივეცით მათ გონივრული ვადა 5- დღიანი. როგორც ვიცი. ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე დღეს მიუვიდათ. რაც შეეხება ნებართვას, მათ ჩვენ უწყებას უნდა მომართონ და, მე მგონი, საკრებულოს სხდომა დასჭირდება”, – აღნიშნა გივი მეტრეველმა.

სტალინის ძეგლი/ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი
სტალინის ძეგლი/ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი