სააგენტოს ცნობით, გაფრთხილება ატომურ საფრთხეზე რუსეთის სახელით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა გაავრცელა. მან განაცხადა, რომ თუ აშშ დაბომბავს დამასკოს მიმდებარედ არსებულ მინიატურულ რეაქტორს, ან სხვა ატომურ ობიექტებს, ეს რადიოაქტიურად დააბინძურებს რეგიონს და გამოიწვევს ატომურ კატასტროფას.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრესსპიკერმა “ესოშიეითიდ პრესს” განუცხადა, რომ სააგენტო განიხილავს აღნიშნულ საკითხს, თუკი მოსკოვი სააგენტოს ოფიციალურად მიმართავს ამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით.
რუსული სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, რუსეთი აღნიშნული საკითხის დაყენებას აპირებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 35 ქვეყანას წარმოადგენს და შემდეგ კვირას გაიმართება.
