ახალი ამბები

ივანიშვილი აშშ–ში შესაძლოა ნოემბერში გაემგზავროს

4 სექტემბერი, 2013 • • 911
ივანიშვილი აშშ–ში შესაძლოა ნოემბერში გაემგზავროს

“უახლოეს მომავალში ამერიკაში გამგზავრება არ იგეგმება. ნოემბერი პირობითად შეიძლება ითქვას. მე ვთქვი უარი გამგზავრებაზე და მიზეზი გახლდათ ის, რომ შიგნით იყო უამრავი პრობლემები. ამავდროულად, მე არ მქონდა სურვილი, რომ ჩემს ყველაზე დიდ პარტნიორთან, რომელსაც მე დიდ ანგარიშს ვუწევ, და ძალიან კარგად მინდა, რომ საზოგადოებამ დღეს გაიაზროს, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება, ამერიკამ გააგრძელოს საქართველოსთან ის დამოკიდებულება, რაც დღეს არსებობს, და მე ამ საკითხს ძალიან ვუფრთხილდები.”  

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას სურდა აშშ–ში წელგამართული ჩასულიყო: “ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ მე იქ ჩავსულიყავი წელში გამართული. ძალიან რთული იყო კოჰაბიტაციის პერიოდი. ეს იყო მიზეზი. დღეს საკმაოდ გარდატეხილია სიტუაცია. ადამიანებმა ძალიან კარგად იცნეს ჩვენი ხელწერა. პირადად მეც და აბსოლიტურად დარეგულირებული ურთიერთობები გვაქვს, რასაც მე მივესალმები მომავლისთვისაც.  რაც მთავარია, მე ამაშიც დავარწმუნე ამერიკელები, რომ ჩემი წასვლა არ არის გადამწყვეტი. მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ ის კურსი და შევინარჩუნოთ ის, რომ ამერიკელებს დარჩეთ ინტერესი, რაც გააჩნიათ საქართველოში და გავაღრმავოთ ეს ჩვენი ქცევით და ჩვენი დამოკიდებულებით.  არ არის ეს გადამწყვეტი წავალ- არ წავალ, მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეს ურთიერთობები.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი